- კომერციული საიდუმლოება
- • ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ზოგადად, კომერციურლი საიდუმლო დაკავშირებულია პროფესიულ და კონფიდენციალურ საიდუმლოებასთან პროფესიულ საიდუმლოებას კი ,,მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსი, შემდგომში სზაკ-ი მუხ. 27.3). თუმცა, პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.Source: მაჭარაშვილი ოთარ. კომერციული საიდუმლოება // ალმანახი №17, [ადმინისტრაციული სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.,• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
Georgian encyclopedia. 2013.